საქართველოს დასახმარებლად "შუამავლების ჯგუფი" იქმნება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის მინისტრები ქმნიან "შუამავლების ჯგუფს", რათა დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

ლანდსბერგისმა ასევე თქვა, რომ საქართელოში, შესაძლოა, ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია ჩამოვიდეს.

"არის გეგმები, ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი იქმნება, და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის მიცემა, არა მხოლოდ ლიტვიდან... ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე". - ამბობს ლანდსბერგისი.