საქართველოს ელჩი ბაქოში ნახიჩევანის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბახტიარ ასკეროვთან, -ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ კმაყოფილებით აღნიშნა მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის ა/რ-ში 2019 წლის 24-25 სექტემბერს, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები ნახიჩევანის ა/რ-ის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ ტალიბოვთან, ნახიჩევანის მერთან, ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან.