საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს - ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, რათა განმუხტონ დაძაბულობა.

„ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებში.