საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩრდილოეთ მაკედონიას NATO-ში გაწევრიანებას ულოცავს.
შესაბამისი მისალოცი ტექსტები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ის მეშვეობით გაავრცელეს.
სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ამ გაერთიანებით საერთაშორისო უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, რამეთუ გაიზარდა "ეს დიდებული ოჯახი". მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი, გაწევრიანდეს NATO-ში, კიდევ უფრო მეტად ძლიერი და სტაბილურია.
გიორგი გახარიამ მიულოცა ჩრდილოეთ მაკედონიას ალიანსში გაწევრიანება და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო მხარს უჭერს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. გახარიას თქმით, ალიანსი გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება საქართველოსთვის იმედისმომცემია.
ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში ოფიციალურად გუშინ გაწევრიანდა.