საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები დღეს გაირკვევა - VIDEO

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, რა ცვლილებები იგეგმება საქართველოს მთავრობაში.  ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში 1 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილეს, თუმცა, განმარტეს, რომ ამაზე 2 სექტემბერს ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა 3 სექტემბერსაც გაგრძელდება.