საქართველოს მთავრობის ნაბიჯი ძალიან შემაშფოთებელია - კინზინგერი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება.

ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობის მოქმედებას შემაშფოთებელს უწოდებს. 

"საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი ძალიან შემაშფოთებელია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ," - წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ნიკა მელია სპეცრაზმმა დააკავა.