საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, პარლამენტის შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელება არ იგეგმება. პარლამენტის აპარატის განმარტებით, გამოცხადებული ტენდერი C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.