საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს მე -10 მოწვევის პარლამენტში, აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც 36 დეპუტატია წარმოდგენილი, - ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს. 

მეგობრობის ჯგუფების შესახებ დოკუმენტს მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა.

აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფს, ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა უხელმძღვანელებს.

მეგობრობის ჯგუფში შედიან საგარეო ურთიერთობებისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებიც, ნიკოლოზ სამხარაძე და სოზარ სუბარი.

ჯგუფში ასევე შედის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.