საქართველოს პრემიერ მინისტრი ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილმა როვნაგ აბდუაელვთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდა.