საქართველოს პრეზიდენტი ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას ულოცავს. 

"ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში" - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე. 

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ (CFM) გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ოფიციალურად დანიშნა.