საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა და ვიდეომიმართვაში პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

"ამ გაჭირვების ჟამს მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას!"- აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა.