საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. 

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდოები მათ შთამომავლებს გადაეცემა. 

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა იგეგმება ასევე საფრანგეთისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში.