საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.