საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში განცხადებას ავრცელებს

საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთში facebook-ის გვერდზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს "გლობალურ ვაქცინაციის სამიტში".

“დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს "გლობალურ ვაქცინაციის სამიტში". საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”, - აღნიშნულია განცხადებაში.