საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო უსამძიმრებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელ Twitter-შო ავრცელებს.

"ჩვენი ღრმა სამძიმარი თურქეთის ხალხსა და მთავრობას თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ჩვენ ფიქრითა და ლოცვით თქვენთან ვართ ამ მწუხარების დროს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარე რაიონებში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.