საქართველოს სასამართლო სისტემა არის ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭვირვალე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ უნდობლობაზე მიუთითა. ამის მიზეზად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილი კითხვები დაასახელა. 

"საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა პრობლემურ საკითხად რჩება. მოსამართლეთა დანიშვნების პროცესებთან დაკავშირებული ეჭვები კი გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ საქართველოს სასამართლოს სისტემა არის ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭვირვალე, რომელსაც ასევე აკლია კომპეტენცია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე". – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ინარჩუნებს მოწინავე ადგილს რეგიონში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.