საქართველოს თავისუფლების მაჩვენებლები გაუარესდა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შედეგი გაუარესებულია. აქამდე საქართველოს 100-დან 61 ქულა ჰქონდა, ახალ ანგარიშში კი, საქართველოს მაჩვენებელი 60 ქულაა, 2018-ში კი საქართველოს 64 ქულა ჰქონდა,რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანამ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ უკან 2 საფეხურით დაიხია და “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგებში მოექცა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნეგატიურად აისახა.ნეგატიურად არის შეფასებული არჩევნების მეორე ტურიც. ანგარიშში საუბარია სახელისუფლებო ძალების მხრიდან ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვაზე, ოპოზიციის დაშინებასქ და ოპოზიციის ბოიკოტზე.

ცნობისთვის, ანგარიში ორი ძირითადი მიმართულებებისგან შედგება, მათ შორის პირველია პოლიტიკური უფლებები, სადაც საქართველო 40-დან 24 ქულით შეფასდა. პოლიტიკური უფლებების პრობლემებში ნახსენებია სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა. მეორე მიმართულება სამოქალაქო თავისუფლებაა, სადაც საქართველო 60-დან 37 ქულით შეფასდა. ამ მხრივ ქვეყნის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს მედიის, გამოხატვისა და რწმენის, შეკრების თავისუფლებებისა და სასამართლოს დაბალი მაჩვენებლები.