საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იქნება

აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებით, საქართველოში ქვეყნის ელჩი კელი დეგნანი იქნება. მისი კანდიდატურა სენატმა უკვე დაამტკიცა. კენი დეგნანი კონგრესს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სექტემბერში წარუდგინა.

კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგენლობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.