საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. 

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან. 

ის ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

საქართველოში ვიზიტამდე ის უკვე ეწვია საფრანგეთსა და თურქეთს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.