სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

პრეზიდენტის თქმით, მას სურდა, საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის ეს დღე პირადად მიელოცა.

"მინდა, მივულოცო ამერიკას და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩავთვალე, რომ ელჩის რეზიდენციაში ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან პირადად მიმელოცა ელჩისთვის. გვსურს, გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.