სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავისი ძლიერება და გამძლეობა დაადასტურა.

"30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად", -  წერს სალომე ზურაბიშვილი.