სალომე ზურაბიშვილი ავღანელ ხალხს უსამძიმრებს

ავღანეთის წყალდიდობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ავღანეთში მომხდარი წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ავღანელ ხალხს თავს მაშინ დაატყდა, როცა ისინი გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობენ. ჩემი სამძიმარი და ღრმა მწუხარება მსხვერპლთა ოჯახებს. ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში ავღანეთთან ერთად დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი მოქალაქე, განადგურებულია 1 500-მდე საცხოვრებელი სახლი.