სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება.

ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა.