სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის ფორუმიდან მსოფლიო ლიდერებთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს - PHOTO

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, მსოფლიო ლიდერებთან მისალმებისა და გასაუბრების ამსახევლ ფოტოებს აქვეყნებს. პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ფოტოები ჰოლოკოსტის ფორუმზეა გადაღებული. 

იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“, რომელსაც 45-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი ესწრება.