სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

„მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, რაც მიზნად ისახავს ამ მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სუფევდეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება მოქმედებდეს“, დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.