სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. ის გმობს ძალადობას და იმედოვნებს, რომ დეესკალაცია სწრაფად მოხდება. 

"ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და ვიმედოვნებ, რომ დეესკალაცია სწრაფად მოხდება. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობის გაძლიერება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.