სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს

„ქვეყანას, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, აქვს ორი გზა: ერთია ომისა და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგისა და დიპლომატიის გზა. არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს ეს გზა“, - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან მარტო არასდროს იქნება. „ ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“, - თქვა ზურაბიშილმა.