სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!" - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რურუას საკუთარი პირობებით შეიწყალებდა.