სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიულოცა. 

მილოცვა საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მან ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ისტორიისა და იმედის დღე უწოდა. 

„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ. დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - წერს პრეზიდენტი.