სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთისა და უკრაინის საზღვართან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მწუხარებას გამოვხატავ უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ უკრაინას და ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.