სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში" დაწერა.

„თქვენი ხელახლა არჩევა საქართველო-პოლონეთის მტკიცე ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობაა. ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპის, ნატო-სა და ჩვენი ისტორიული კავშირების მიმართულებით“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.