სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ დღეს აქ მოსვლით და ტიტების მოტანით. ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, რაც არის ერთიანობა, სიდინჯე და დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება! ამიტომ გთხოვთ, რომ სიჩუმითა და სიდინჯით, ყველამ ერთად და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.