სამი თვის წინ პატიმარი გაექცათ საქალაქო სასამართლოდან და დღემდე ვერ უპოვიათ - ოქრუაშვილი

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

“თქვენც გაიკვირვეთ რა, ლარი გაექცათო. სამი თვის წინ პატიმარი გაექცათ საქალაქო სასამართლოდან და დღემდე ვერ უპოვიათ, ლარს დაიჭერენ ესენი?” - წერს ოქრუაშვილი.