სამწუხაროა და არაა სამართლიანი - ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-სა და ევროპის კრიტიკაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-სა და ევროპის დიპლომატების მიერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მას 2012 წლამდე არ სმენია უცხოელი პარტნიორების მხრიდან სასამართლოს კრიტიკა.

"2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.