"სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს" - მელია

ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, კობა ნაყოფიამ მელიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნაყოფია დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

„პირდაპირ ასე მითხრა, რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობას“,-თქვა ნაყოფიამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.