სანქცირებადი პირების არეალი გაიზარდა - ჯაფარიძე

დაძრული იყო მოსამართლეთა შესაძლო სანქცირების საკითხი, ახლა როგორც ჩანს, შესაძლო სანქცირებადი პირების არეალი გაიზარდა, - ამის შესახებ ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანის განცხადება არის მკაფიო მითითება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების ხსენება უნდა იყოს სერიოზულად აღქმული.

"ასევე, მისგან ცალსახად ხაზგასმულია, რომ არანაირი ზეპირსიტყვიერი შეთანხმებები არ ყოფილა და ეს არის ტყუილი. არაერთხელ იყო „ქართული ოცნებისთვის“ მითითებული, რომ მათი მცდელობა თავის ინტერპრეტირება მოახდინონ შეთანხმებაში მკაფიოდ ასახული ვალდებულების, ვერ მიაღწევს შედეგს და აუცილებლად მოჰყვება რეაქცია სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. მე როცა ვიყავი ვაშინგტონში, მაშინ მოგახსენეთ, რომ დაიძრა თემა მოსამართლეების შესაძლო შესაძლო სანქცირების შესახებ, ახლა როგორც ჩანს ეს არეალი შესაძლო სანქცირებადი პირების, გაიზარდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.