საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ახალგაზრდა კაცი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Report.ge -ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.