საშემოდგომო სესიაზე ხუთ მინისტრს მოუსმენენ

სასემოდგომო სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატში ხუთ მინისტრს მოუსმენენ

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში იგეგმება საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების მოსმენა.

ნოემბერში კი დეპუტატები, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ. დეკემბერში მათ წინაშე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარსდგება.

რეგლამენტის შესაბამისად, "მინისტრის საათის" ფორმატში, მინისტრები პარლამენტში მოხსენებით მიდიან და კანონმდებელთა კითხვებს პასუხობენ.