საზოგადოებამ პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამი წელი კიდევ აქვს პოლიტიკური სპექტრის ძალებს, თვისობრივად გაჯანსაღდნენ და განავითარონ ეკონომიკა, ასევე მოქალაქეთა სოციალური პირობები. 

"ქართული ოცნების დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი", - განაცხადა კახა კალაძემ.