საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს - ლევან ბერძენიშვილი

“საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და თავისი საქციელით მღელვარედ მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა და დიაგნოზი არ არის დამაიმედებელი...- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

ცნობისთვის, მან 23 ნოემბერს "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ნაციის სამარცხვინო, ავადმყოფი ნაწილია.