სერგეენკო: საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას

საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა.

„მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ, საქართველოში არ დგას“,- განაცხადა სერგეენკომ.