შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "გველმოქმედი" უწოდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის ვნების მეტი არაფერი მოუტანია და მისი ადგილი აქ არ არის. 

"აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს. თუმცა მსოფლიოში არსებულ ყველა გველს იმდენი ვნება არ მიუყენებია კაცობრიობისა და მით უფრო ქართველი ხალხისთვის რაც ამ ბოროტებამ ჩაიდინა. მარტო ათეულ ათასობით მისეულ კოვიდ-გენოციდის მსხვერპლთა ცხედრები სახეზე ან უკვე სასაფლაოზეა. ასე,რომ ბოდიში გველებთან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.