შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა. 

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.

კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის. პარლამენტმა პაპუაშვილის კანდიდატურას კენჭი დღეს უნდა უყაროს.