შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი ვადამდელ არჩევნებზე ჩანაწერს ითვალისწინებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით დოკუმენტი წარუდგინა. მის თანახმად საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკთხზეც. 

იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვიმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, განისაზღვრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობები. 

დოკუმენტი აქამდე მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებდა. 

პოლიტიკური პარტიები საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტები დათანხმდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებულ პირობებს.