შაშკინი: სოფელ ნახიდურში ჩვენი აქტივისტის დაკავება სცადეს

სოფელ ნახიდურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის დაკავება სცადეს, თუმცა პოლიციას მოქალაქეებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. მისითქმით, არიფ იუსუფოვი, რომლის დასაკავებლადაც პოლიცია სახლთან იყო მისული, გასულ კვირას "ჩაიხანაში", პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად დაზარალდა. 

"გასულ კვირას "ჩაიხანაში" სცმეს "ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს. ის ამ საქმეში დაზარალებულია, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმაც აღწერა. თუმცა, დღეს 1 საათის წინ არიფ იუსუფოვს სახლში შეუვარდა პოლიცია და დაკავებას უპირებდნენ. ამ პროცესში, ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ, რაც ყოვლად მიუღებელია. მეზობლები გამოვიდნენ ამ ყვირილზე გარეთ და პოლიციას მისი დაკავების უფლება არ მისცეს. პოლიცია გაიქცა", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.