მარტვილში არჩევნების შედეგები ცნობილია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო. 

რობერტ კაკულიამ ამომრჩევლების ხმების 100 % მიიღო.

ცნოისთვის, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ,,ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობდა. 

ცესკო-ს ინფორმაციით, კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51.22 %  შეადგინა.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში ჩატარდა.