შედის თუ არა პარლამენტში - "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება ცნობილია

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. 

"დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, "ევროპული საქართველო" ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს "ევროპულ საქართველოს" ან დატოვებს პარლამენტს",- განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ "ევროპული საქართველოს" სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.