შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს

თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლარაკებები გარკვეული ფორმით განახლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.