შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და უსაფრთხოებით - EPP

“ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

 EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას შეასრულოს სამედიცინო კონსოლიუმის რეკომენდაციები სრულად.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც პირის, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ", - აღნიშნავს მაიკლ გალერი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს იყო პირველი დღე, როდესაც მესამე პრეზიდენტი ლოგინიდან ვერ ადგა.