შეთანხმება შედგა - 2020 წლის არჩევნები 120/30 მოდელით გაიმართება

2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მისულმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. 

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.